Belive

ბარსელონას ბოლო გაბრძოლება | დეკუ მადრიდშია და ხულიან ალვარესის აგენტს შეხვდება

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონა ხელიდან არ უშვებს შანსს და ატლეტიკოს თავდამსხმელის - ხულიან ალვარესის ხელში ჩასაგდებად აქტიურ ქმედებებზე გადადის. ესპანურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციით, 26 წლის არგენტინელი ფორვარდი კატალონიური გრანდის სატრანსფერო სიის სათავეშია. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელები ჯერჯერობით ტრანსფერს ბლოკავენ, სიტუაციის მკვეთრად შეცვლას თვითონ ფეხბურთელის სურვილი უწყობს ხელს - ალვარესს კარიერის გაგრძელება ბარსელონაში სურს.

მოვლენების დაჩქარების მიზნით, ბარსას სპორტული დირექტორი დეკუ და მისი ასისტენტი ჟოაო ამარალი სამშაბათს მადრიდში ჩაფრიდნენ. "Mundo Deportivo"-ს ცნობით, კატალონიური დელეგაცია უახლოეს საათებში ხულიან ალვარესის აგენტს, ფერნანდო იდალგოს შეხვდება, რათა შეტევის ხაზის გაძლიერების გეგმა საბოლოოდ შეათანხმონ.

მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელ ვარსკვლავს ატლეტიკოსთან მოქმედი კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს, ბარსელონაში იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელი კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს და გუნდის დატოვების სურვილს ღიად დააფიქსირებს, რაც კლუბებს შორის მოლაპარაკებების პროცესს მნიშვნელოვნად გააადვილებს.

ბარსელონაში კვლავ სჯერათ, რომ ალვარესის ტრანსფერი რეალურია, თუმცა პროცესი შესაძლოა გაჭიანურდეს. ფლიკს მისი დამატება შემადგენლობის სრულყოფისთვის სურს, მსოფლიო ჩემპიონატზე ტრანსფერის მოთხოვნით გაკეთებულმა განცხადებებმა კი კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობის მოწონება დაიმსახურა.

სხვა სტატიები