,,თქვენ რა, სასმლის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ?'' - საუდის არაბეთის ელჩი ბრიტანეთში
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დიდ ბრიტანეთში საუდის არაბეთის ელჩმა, ხალიდ იბნ ბანდარ ალ საუდმა, განაცხადა, რომ 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ალკოჰოლი აკრძალული იქნება:
,,ჩვენთან ალკოჰოლი საერთოდ არ არის, ამ მხრივ ისეთივე მშრალი ქვეყანაა, როგორი ამინდიც გვაქვს. ამჟამად ალკოჰოლი დაშვებული არ იქნება, მაგრამ მის გარეშეც შეგიძლიათ გაერთოთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს.
ყველა ქვეყანას თავისი კულტურა აქვს, ჩვენ სხვა ადამიანებს სიამოვნებით ვიღებთ, მაგრამ კულტურის შეცვლა არ გვინდა. თქვენ რა, სასმლის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ (იღიმის)?!'' - ალ საუდი
კატარში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ალკოჰოლი მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებში იყო ხელმისაწვდომი.
2034 წლის მუნდიალს საუდის არაბეთი უმასპინძლებს. ორგანიზატორთა ცნობით, მატჩები 5 ქალაქის 15 სტადიონზე გაიმართება.
No alcohol at all will be allowed at 2034 World Cup, Saudi ambassador tells LBC
— Henry Riley (@HenryRiley1) February 12, 2025
His Royal Highness Prince Khalid bin Bandar Al Saud speaking to @NickFerrariLBC @LBC pic.twitter.com/7yGWd59jv7