პანამის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა გამოაქვეყნა
პანამის საფეხბურთო ნაკრებმა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, 26-კაციანი განაცხადი დაასახელა. მთავარმა მწვრთნელმა, თომას კრისტიანსენმა წარმოადგინა შემადგენლობა, რომელშიც ფაქტობრივად ვერ ვიპოვით ცნობად სახეებს, თუმცა ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა - ისინი ისტორიაში მეორედ მოხვდნენ მუნდიალზე, პირველად ეს 2018 წელს, რუსეთში შეძლეს.
განაცხადი:
მეკარეები: ორლანდო მოსკერა, ლუის მეხია, სეზარ სამუდიო
მცველები: სეზარ ბლექმენი, ხორხე გუტიერესი, ამირ მურილიო, ფიდელ ესკობარი, ანდრეს ანდრადე, ედგარდო ფარინა, ხოსე კორდობა, ერიკ დევისი, ჯოვანი რამოსი, როდერიკ მილერი
ნახევარმცველები: ანიბალ გოდოი, ადალბერტო კარასკილა, კარლოს ჰარვი, კრისტიან მარტინესი, ხოსე ლუის როდრიგესი, სეზარ იანისი, იოელ ბარსენასი, ალბერტო კინტერო, აზარიას ლონდონო
თავდამსხმელები: ისმაელ დიასი, სესილიო ვატერმანი, ხოსე ფაჯარდო, ტომას როდრიგესი
🚨 OFFICIEL ! Le Panama 🇵🇦 dévoile SA LISTE POUR LA COUPE DU MONDE 🌍 avec une superbe vidéo ! 😁
— Actu Foot (@ActuFoot_) May 26, 2026
🎥 @fepafut pic.twitter.com/QYA9xEO2S5
პანამის ნაკრები L ჯგუფში განის, ხორვატიისა და ინგლისის ნაკრებებთან ერთადაა.