Belive

ოჯახური ტრაგედია, გატანილი გოლი და ემოციების ზღვა, რომელსაც გაკპომ ვერ გაუძლო

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდები მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში მაროკოს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა. ძირითადი დროის ფრედ, 1:1 დასრულების შემდეგ, გამარჯვებული ვერც ექსტრატაიმებმა გამოავლინა, თერთმეტმეტრიანების სერია კი მაროკოელებმა უკეთ შეასრულეს.

მაროკოს წინააღმდეგ საეჭვო იყო კოდი გაკპოს თამაში, რომლის პარტნიორსაც მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მუცლადმყოფი შვილი გარდაეცვალა. ნიდერლანდელმა ფორვარდმა 2 დღის წინ ოფიციალურად განაცხადა, რომ შვილი დაეღუპა, თუმცა, გაკპომ ამ მძიმე მომენტში ძალები მოიკრიბა და მაროკოს წინააღმდეგ სათამაშოდ გავიდა.

72-ე წუთზე ნიდერლანდები სწორედ კოდი გაკპოს გოლით დაწინაურდა, რის შემდეგაც ფორვარდმა ემოციების მოთოკვა ვერ შეძლო და პირდაპირ მეტოქის საჯარიმო მოედანში ჩაიკეცა. გაკპოსთან მომენტალურად გაჩნდნენ თანაგუნდელები, რომლებმაც მისი გამხნევება და ტკივილის შემსუბუქება სცადეს. სამწუხაროდ, გაკპოსა და ნიდერლანდებისთვის მატჩი სასურველი სცენარით არ დასრულდა. 91-ე წუთზე დიოპმა წონასწორობა აღადგინა, პენალტების სერიაში კი მაროკომ გაიმარჯვა და 1/8-ფინალში გავიდა.

სხვა სტატიები