პატარა ქვეყანა დიდი ოცნებებით - კაბო-ვერდე ჯგუფიდან გავიდა
ესპანეთთან 0:0 - ის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტანტი ქვეყნისთვის, ისტორია დაიწერა. კაბო-ვერდემ ეს ისტორია მეორე ტურშიც გააგრძელა, როდესაც პირველად იზეიმა გატანილი გოლები, ხოლო ამ გზის კულმინაცია, საუდის არაბეთის წინააღმდეგ ფრედ თამაში იყო, რამაც დებიუტანტი ქვეყანა მუნდიალის პლეი-ოფში გაიყვანა.
შეხვედრის პირველ ნახევარში, საუდის არაბეთს რამდენიმე შანსი ჰქონდა. ერთ-ერთი შეტევის დროს, არაბთა ნახევარმცველი ალ-დავსარი ურტყმდა, მაგრამ მის დარტმულს, კაბო-ვერდეს ცენტრალური მცველი, ვაგნერ პინა გადაეღობა. ამის შემდეგ, მომენტები კაბო-ვერდეელებმაც შექმენს, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
შედარებით განსხვავებული სურათი მივიღეთ მეორე ტაიმში, როდესაც უპირატესობა დებიუტანტების ხელში გადავიდა და კუნძულელები აშკარად გოლზე თამაშობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს არ გამოუვიდათ, პლეი-ოფის საგზური მაინც მოიპვეს და ამ შედეგით, ისტორია დაწერეს.
შეგახსნებთ, კაბო-ვერდეს, სადებიუტო მუნდიალზე, ჯგუფში, არც ერთი თამაში არ წაუგია. პლეი-ოფის პირველივე ეტაპზე კი, არც მეტი და არც ნაკლები, მსოფლიო მოქმედ ჩემპიონს, არგენტინას დაუპირისპირდება. როგორც არ უნდა დამთავრდეს "ალბისელესტესთან" მატჩი, კაბო-ვერდემ, ამ შედეგით, უკვე ისტორია დაწერა.
🌎🇨🇻 This is HISTORY: Cape Verde are at World Cup 2026 Round of 32!
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 27, 2026
530.000 population. 👏🏼 pic.twitter.com/3eCLGyK6O2