ლამინ იამალი: "მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ბედნიერი არ ვიყავი"
იამალმა აღიარა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, საკუთარი თამაშით, იმედგაცრუებული დარჩა. გასული სეზონის ბოლო კვირებში მიღებულმა ტრამვამ, მისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესი შეაფერხა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ნაკრებთან ერთად, ჩემპიონი გახდა, ბარსელონას ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ მეტის გაკეთება შეეძლო და პირობა დადო, რომ 2030 წლის მუნდიალზე ამის გამოსწორებას შეეცდება. ახალგაზრდა თავმდამსხმელმა, ამ საკითხზე, Movistar Plus-თან ინტერვიუშიც ისაუბრა.
მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ბედნიერი არ ვიყავი. ტრამვამ, საბოლოოდ, ხელი მაინც შემიშალა. ჩემი თამაში გუნდს დაეხმარა, ბევრი ისეთი რამ გავაკეთე, რაც ადამიანებს არ შეუმჩნევიათ, მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს ყურადღება ჩემზე გადმოჰქონდათ, რაც ჩემ თანაგუნდელებს მეტ სივრცეს აძლევდა. ვიფქრობ, მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ასეთი რამ შეუძლია. ახლა კი მოუთმენლად ველოდები მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას. - ლამინე იამალი
2030 წლის მუნდიალს, ესპანეთი, მაროკო და პორტუგალია უმასპინძლებს. იამალი კი იმედოვნებს, რომ სწორედ იქ შეძლებს, საკუთარი შესაძლებლობების უკეთესად წარმოჩენას.
🚨🚨 Lamine YAMAL 🇪🇸 : « Après avoir gagné le Mondial 🌍, J’ÉTAIS PAS CONTENT ! 😤
— Actu Foot (@ActuFoot_) September 13, 2026
JE N’ÉTAIS PAS CONTENT, car je sais qu’un AUTRE JOUEUR AVEC LES PERFORMANCES QUE J’AI EUES AURAIT FAIT UN GRAND MONDIAL. Mais moi, je pense que je pouvais faire davantage.
Je pense que, même si…