Belive

მბაპე: "ეს დევიდ ბექჰემმა შემომთავაზა"

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მბაპემ გაამხილა, რომ დევიდ ბექჰემმა მას MLS-ში გადასვლა და ინტერ მაიამიში თამაში შესთავაზა. ფრანგი ვარსკვლავი, სამომავლოდ, ამ წინადადებას არ გამორიცხავს. მან ისიც აღიარა, რომ მოხიბლულია იმ კულტურითა და შეუზღუდავი ამბიციებით, რომლებიც ამერიკაშია.

ამერიკას განსხვავებული კულტურა აქვს და ეს ძალიან მომწონს. აქ უსაზღვრო ამბიციები შეგიძლია რომ გქონდეს. ჩამოვალ თუ არა აქ ფეხბურთის სათამაშოდ კარიერის დასრულებამდე? შესაძლოა, არ გამოვრიცხავ. დევიდ ბექჰემი ამაზე აქტიურად მელაპარაკება. - კილიან მბაპე

ბექჰემის პოპულარობის წყალობით, ინტერ მაიამი უკვე დიდი ხანია მსოფლიო ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავის ყურადღების ქვეშ მოექცა. ამ ეტაპზე, გუნდი ისეთი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, როგორებიც არიან, ლიონელ მესი, ლუის სუარესი და როდრიგო დე პაული. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი, ბრაზილიელი ნახევარმცველის, კაზემიროს ტრანსფერსაც განიხილავს.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, მბაპემ მუნდიალი, სენეგალის საკრების წინააღმდეგ, ბრწყინვალე პერფორმანსით გახსნა. ფრანგმა შემტევმა აფრიკულ გუნდთან დუბლი შეასრულა, რის შემდეგაც, მუნდიალებზე, 14 გოლი დაუგროვდა და მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირობამდე, სულ რაღაც 3 გოლი აშორებს.

საფრანგეთი ჯგუფური ეტაპის შემდეგ შეხვედრას 23 ივნისს, თბილისის დროით 01:00სთ-ზე, ერაყის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები