კუბარსი: "მესის რომ მოვუგე მეწყინა და თან ბედნიერი ვარ"
2026 წლის მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ესპანეთის ნაკრებისა და ბარსელონას იმედი - პაუ კუბარსი დასახელდა. ფინალში მოპოვებული ტრიუმფის შემდეგ, ახალგაზრდა მცველმა ლიონელ მესის წინააღმდეგ თამაშზე და მოედანზე მიღებულ ემოციებზე ისაუბრა.
კუბარსიმ აღიარა, რომ ლეგენდარული არგენტინელის მარცხი მისთვის ემოციურად რთული ასატანი იყო, თუმცა საკუთარი გამარჯვებით ბედნიერია.
„მესისთან ერთად მოედნის გაზიარება უდიდესი პრივილეგიაა. როდესაც ის დავინახე, ჩემს თავს ვკითხე: ეს მართლა ხდება? ძალიან მტკივა მისი მარცხის ნახვა, რადგან ის ჩემი ბავშვობის კუმირია და მისი ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ, თუმცა თუ მე ვიგებ, რა თქმა უნდა, უბედნიერესი ვარ.“ - პაუ კუბარსი
🚨 Pau Cubarsí: "Sharing the pitch with Messi is a privilege. When I saw him, I thought to myself, is this real? It pains me to see him lose—he's my idol—but if I win, I'm thrilled." pic.twitter.com/pWkpm0TQSh
— Barça Universal (@BarcaUniversal) July 19, 2026
კუბარსიმ ამ ტურნირზე საოცარი ნიჭი და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, რამაც მას საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო მოუტანა, ხოლო მისი ეს სიტყვები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ უდიდეს პატივისცემას, რაც ახალი თაობის ვარსკვლავებს მესის მიმართ გააჩნიათ.