Belive

თომას მიულერმა ბაიერნის რეკორდი დაამყარა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის მე-9 ტურში ,,ბაიერნმა'' ,,დარმშტადს'' უმასპინძლა და 8:0 დაამარცხა.

მატჩში ერთი გოლი თომას მიულერმა გაიტანა. შედეგად, 34 წლის შემტევი გახდა პირველი ფეხბურთელი ,,რეკორდმაისტერის'' ისტორიაში, რომელმაც გოლის გატანა ბუნდესლიგის 15 სეზონში შეძლო.

მიულერმა მეჰმეთ შოლის, გერდ მიულერისა და კლაუს აუგენტალერის შედეგი გააუმჯობესა.

მიმდინარე სეზონში ,,ბაიერნის'' თავდამსხმელის ანგარიშზე მიუნხენური გრანდის მაისურით ჩატარებულ 10 შეხვედრაში 1 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები