Belive

ბუდუმ ტრავმის შემდეგ პირველად გაიტანა | ჰაიდენჰაიმმა მოიგო

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბუნდესლიგის 29-ე ტურში ჰაიდენჰაიმმა უნიონ ბერლინს უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრამდე, მასპინძლებს ზედიზედ 15 მატჩი არ ჰქონდათ მოგებული.

ბუდუ ზივზივაძეს ძირითად შემადგენლობაში არ დაუწყია, მაგრამ მისთვის მაინც გამორჩეული თამაში გამოვიდა. ტრავმის შემდეგ ქართველმა პირველად მოახერხა გოლის გატანა, ჩვენი ნაკრების თავდამსხმელს ბოლოს 2025 წლის პირველ ნოემბერს ჰქონდა გატანილი.

ბუდუ მოედანზე 70-ე წუთზე (2:1-ზე) შემოვიდა და 9 წუთში წერტილიც დასვა. მან კიდევ ერთი გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა მსაჯმა ეს გოლი პასიური თამაშგარის გამო გააუქმა. ზივზივაძის ანგარიშზე, მიმდინარე სეზონში, 2 გოლია.

ბუდუს შეფასება 7.8-დან 8.2-დეა (flashscore-სა და sofascore-ის მიხედვით)

სხვა სტატიები