Belive

ტერ შტეგენი ხელს არ აწერს დასკვნას, რომ ტრავმა აქვს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ლა ლიგის კომისიას, ტრავმის შესახებ ანგარიშის ხელმოწერაზე უარს ეუბნება. ბარსამ, შესაძლოა, გუნდის კაპიტნის წინააღმდეგ დისციპლინური საქმე აღძრას.

გერმანელ მეკარეს ზურგის ოპერაცია ჩაუტარდა. კატალონიურ კლუბს ლა ლიგას დარწმუნება სურს, რომ მეკარის გამოჯანმრთელებას ოთხი თვე დასჭირდება, რაც ბარსელონას ახალი მოთამაშის რეგისტრაციის საშუალებას მისცემს.

მეკარე უარს ამბობს ლა ლიგის სამედიცინო კომისიისთვის, ტრავმის შესახებ ანგარიშის გაგზავნაზე. კატალონიურმა კლუბმა იურიდიულ განყოფილებას დისციპლინური საქმის აღძვრა და იმის გარკვევა სთხოვა, შეუძლიათ თუ არა ტერ შტეგენის დასჯა იმ გადაწყვეტილების გამო, რომელსაც ისინი კლუბისთვის, როგორც ეკონომიკური, ასევე სპორტული თვალსაზრისით საზიანოდ მიიჩნევენ.

სხვა სტატიები