Belive

ატლეტიკო მადრიდის და ბარსელონას კამათი სოციალური ქსელით

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ატლეტიკო მადრიდის ფეხბურთელის, ხულიან ალვარესის ტრანსფერთან დაკავშირებით ხშირია საუბრები, განსაკუთრებით არგენტინელი სხვადასხვა წყაროებმა თითქმის გააოფიციალურეს ბარსელონაში. მადრიდული კლუბი კი ამ შეთავაზებებმა და ჭორებმა როგორც ჩანს ძალიან აღაშფოთა, თან გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მათ არგენტინელი ვარსკლავი დაახლოებით 95 მილიონი ევრო დაუჯდათ და ბარსელონაში მას თითქოს 100 მილიონ ევროდ უნდა გაეშვათ.

მათი პასუხი კი ყველაზე საინტერესო იყო -

ატლეტიკო მადრიდმა თავის სოციალურ ქსელში აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით ლამინე იამალის, რაფინიას და პედრის ფოტო განათავსა, რომლებიც ჩასმული იყვნენ ატლეტიკო მადრიდის ფორმაში.

გადაწყდა. ჩვენ ბარსელონას გავუგზავნეთ სატრანსფერო შეთავაზება: 4 ბილეთი Bad Bunny-ის ხვალინდელ კონცერტზე, ABC-ის ერთწლიანი გამოწერა და ერთი ტომარა მზესუმზირა. მოუთმენლად ველით პასუხს, რათა ტრანსფერის ოფიციალური გამოცხადების მომზადება შევძლოთ.

საბოლოოდ ჯერჯერობით რათქმაუნდა ატლეტიკო მადრიდის ეს პასუხი ირონიულია და ხულიან ალვარესის გაყიდვას გუნდი არ აპირებს. არგენტინელს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონი ევროა.

ამასთან მათ ატლეტიკო მადრიდმა კიდევ ერთი იუმორისტული ვიდეოც მიუძღვნა.

სხვა სტატიები