Belive

ისტორიული გადაწყვეტილება - უეფა თანახმაა, ვილიარეალისა და ბარსელონას მატჩი აშშ-ში ჩატარდეს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფამ ვილიარეალისა და ბარსელონას შეხვედრის მაიამიში ჩატარების იდეას მწვანე აუნთო. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ლა ლიგის მატჩი ევროპის ფარგლებს გარეთ გაიმართება.

გარდა ამისა, ავსტრალიაში ჩაინიშნა სერია A-ს მატჩი მილანსა და კომოს შორის.

მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, უეფას განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ორგანიზაცია ეროვნული ჩემპიონატის მატჩების ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარებას არ მიესალმება და ზემოაღნიშნული 2 შეხვედრა გამონაკლისად უნდა მივიჩნიოთ.

,,ლიგის მატჩები სახლში უნდა ჩატარდეს, ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება ერთგული გულშემატკივრების უფლებებს ლახავს.

მიღებული გადაწყვეტილება გამონაკლისია და არ უნდა ჩაითვალოს პრეცედენტად. ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ ეროვნული ჩემპიონატების მთლიანობა.'' - ალექსანდრ ჩეფერინი

ვილიარეალისა და ბარსელონას მატჩი 20 დეკემბერს, მაიამიში, Hard Rock Stadium-ზე გაიმართება, მილანისა და კომოს შეხვედრას კი თებერვალში ავსტრალია უმასპინძლებს.

სხვა სტატიები