სუპერკომპიუტერმა პრემიერ ლიგის 2025/26 წლების სეზონის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
ინგლისის პრემიერ ლიგის 2025/26 წლების სეზონის სტარტიდან, ჯერ მხოლოდ 10 ტურია გასული, თუმცა, სუპერკომპიუტერმა შეძლო და მომავალი ჩემპიონი უკვე იწინასწარმეტყველა.
მოქმედმა ჩემპიონმა, ლივერპულმა ზედიზედ 4 მატჩი წააგო, არსენალი კი ფენომენალური სვლით სატურნირო ცხრილის სათავეშია. საინტერესო ვითარებაა გასავარდნ ზონაშიც, სადაც რამდენიმე ისტორიული კლუბი მოხვდა. Opta-ს სუპერკომპიუტერმა სხვადასხვა გარემოების გაანალიზებით, პრემიერ ლიგის 2025/26 წლების სეზონის გამარჯვებული და ჩემპიონშიპში დაქვეითებული კლუბები იწინასწარმეტყველა.
ასე, რომ თვალი შევავლოთ Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზს და თუ რომელიმე თქვენგანი თქვენს საყვარელ კლუბს არასასურველ პოზიციაზე აღმოაჩენთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია.
სუპერკომპიუტერის საბოლოო სატურნირო ცხრილი
20 - ვულვზი
19 - ვესტ ჰემი
18 - ნოტინგემი
17 - ბარნლი
16 - ლიდსი
15 - ფულჰემი
14 - სანდერლენდი
13 - ევერტონი
12 - ბრენტფორდი
11 - ბრაიტონი
10 - მანჩესტერ იუნაიტედი
9 - კრისტალ პალასი
8 - ტოტენჰემი
7 - ნიუკასლი
6 - ბორნმუთი
5 - ასტონ ვილა
4 - ჩელსი
3 - ლივერპული
2 - მანჩესტერ სიტი
1 - არსენალი
Opta have predicted the final Premier League table for the 2025/26 season! 👀🏆 pic.twitter.com/EGejispm9w
— Sky Sports Premier League (@SkySportsPL) October 31, 2025
იმ შემთხვევაში, თუ Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი გამართლდება, არსენალი სეზონის ბოლოს 80 ქულას დააბრუნებს და 22-წლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდება.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტული არსენალმა უკანასკნელად 2002/03 წლების სეზონში მოიპოვა, როდესაც ჩრდილო ლონდონურმა კლუბმა სეზონი დაუმარცხებლად (26 მოგება, 12 ფრე) დაასრულა. დღემდე, მეთოფეები რჩებიან ერთადერთ კლუბად, რომელმაც პრემიერ ლიგის მოგება დაუმარცხებლად მოახერხა.