კვლავ საუკეთესო თერთმეტეულში - კვარა სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ჩემპიონთა ლიგის ორივე ნახევარფინალური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა და ფინალისტების ვინაობაც გაირკვა. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში ერთმანეთს პარი სენ-ჟერმენი და არსენალი დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 30 მაისს გაიმართება.
ნახევარფინალების დასრულების შემდეგ სიმბოლური თერთმეტეულიც დაკომპლექტდა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
სრულად საუკეთესო გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: დავიდ რაია (არსენალი)
მცველები: ვილიან პაჩო (პარი სენ-ჟერმენი), უილიამ სალიბა (არსენალი), მარკ პუბილი (ატლეტიკო მადრიდი)
ნახევარმცველები: ხვიჩა კვარაცხელია (პარი სენ-ჟერმენი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), დეკლან რაისი (არსენალი), დეზირე დუე (პარი სენ-ჟერმენი)
შემტევები: ლუის დიასი (ბაიერნი), ბუკაიო საკა (არსენალი), უსმან დემბელე (პარი სენ-ჟერმენი)
Introducing the Team of the Week! 🔗@cryptocom | #UCLTOTW pic.twitter.com/OM3FpWt79N
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) May 7, 2026