Belive

სუპერკომპიუტერის განახლებული პროგნოზი - ვინ არის ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი?

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 5 ტურის შემდეგ, Opta-ს სუპერკომპიუტერმა გუნდების საჩემპიონო შანსები კიდევ ერთხელ შეაფასა.

ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი კვლავ არსენალია (22,6%), რომელსაც 5-დან 5 გამარჯვება აქვს. მეორეზე მიუნხენის ბაიერნია (19%), მესამეზე კი - პარი სენ ჟერმენი (11,2%).

ტოპ ათეულში ყველაზე მეტი, 4 გუნდი ინგლისის პრემიერლიგიდანაა. 2-2 - ლა ლიგიდან და ბუნდესლიგიდან, თითო-თითო კი სერია A-დან და ლიგა 1-დან.

ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის ფინალი მომავალი წლის 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ-არენაზე გაიმართება.

სხვა სტატიები