Belive

ლუის ენრიკე: ,,როგორც ნადალი ამბობდა, ჯოკოვიჩთან და ფედერერთან მეტოქეობა მისთვის მოტივაცია იყო''

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ბაიერნთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩვენ ყოველთვის გაუმჯობესებისკენ ვისწრაფვით. თუ ლუის ენრიკესა და კომპანის შორის პსჟ-ბაიერნის დაპირისპირებებს გავიხსენებთ, 5:4-ის მიღმა, დანარჩენი შედეგები ჩვეულებრივი იყო. ჩვენი მიზანი ყველა მატჩის მოგებაა, ხვალაც მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ეს გამოწვევაა, თუმცა მიმდინარე სეზონში სტუმრად თამაშით კმაყოფილები ვართ.

პსჟ-ს არცერთი ფეხბურთელი თუ გულშემატკივარი არ შეწყვეტს ბრძოლასა თუ სიმღერას. ახლა სწორედ ის მომენტია, როდესაც ზედიზედ მე-2 ფინალში გასასვლელად კიდევ უფრო მეტი უნდა გავიღოთ. მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ და თავადაც ვიცოდეთ, რისთვის ვართ აქ.

როდესაც ასეთი ტიპის მატჩს ატარებ იმ მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც, უდავოდ, ყველაზე ძლიერი გუნდია მათ შორის, ვისაც კი შევხვედრივართ, პირველი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ერთბურთიანი უპირატესობა, თუმცა ფეხბურთში ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენ გვაქვს გასული წლის გამოცდილება და ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი გულშემატკივრების მოლოდინები გავამართლოთ.

როგორც ნადალი ამბობდა,ფედერერთან და ჯოკოვიჩთან მეტოქეობა მისთვის მოტივაცია იყო. ბაიერნი ჩვენც გვაძლევს მოტივაციას, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვაჩვენოთ. ჩვენ შევეცდებით ვიყოთ დომინანტები იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც გამორჩეულია.'' - ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი პსჟ-სა და ბაიერნს შორის პარი სენ ჟერმენის გამარჯვებით, ანგარიშით 5:4 დასრულდა. საპასუხო მატჩი ოთხშაბათს, 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება.

სხვა სტატიები