Belive

სტივენ ჯერარდი: "ჩვენ ეგოისტი 'ლუზერები' ვიყავით"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გარი ნევილისა და ჯეიმი კარაგერის მეგობრობაზე დაკვირვების შემდეგ, სტივენ ჯერარდმა ყოფილი თანაგუნდელები გააკრიტიკა.

ლივერპულის ყოფილმა ნახევარმცველმა, რომელიც ამჟამად 45 წლისაა, არ შეიკავა თავი და ისაუბრა 2000-იან წლებში ინგლისის გასახდელში გამეფებულ ტოქსიკურ კულტურაზე და იმაზე, თუ როგორ გაანადგურა მათი დიდების შანსები მანჩესტერ იუნაიტედსა და ჩელსის მეტოქეობამ.

ჩემი აზრით, ინგლისში დიდი პრობლემა იყო. ვფიქრობ, რომ ყველანი ეგოისტი დამარცხებულები ვიყავით.

ახლა ტელევიზორს ვუყურებ და ვხედავ კარაგერს პოლ სქოულზის გვერდით - ისინი ისე გამოიყურებიან, თითქოს 20 წლის განმავლობაში საუკეთესო მეგობრები იყვნენ.

კარაგერისა და გარი ნევილის ურთიერთობაზეც იმავეს ვიტყვი. რატომ არ დავმეგობრდით 20, 21, 22, 23 წლის ასაკში? ეგო იყო? მეტოქეობა იყო? რატომ ვართ ყველანი საკმარისად მომწიფებულები ახლა და ჩვენი ცხოვრების იმ ეტაპებზე, როდესაც უფრო ახლოს უნდა ვყოფილიყავით, რატომ ვერ შევძელით?

ვფიქრობ, ეს ინგლისში არსებული კულტურის დამსახურება იყო, ოთახებში თავს ზედმეტად ვგრძნობდით, არც მეგობრულები ვიყავით და არც საქმეში პარტნიორები. ჩვენი გუნდი არ შედგა, არცერთ ეტაპზე არასდროს გავმხდარვართ ნამდვილად კარგი და ძლიერი კოლექტივი. - განაცხადა სტივენ ჯერარდმა

ჯერარდი, რომელიც 2000 წლიდან 2014 წლამდე ინგლისის ე.წ. „ოქროს თაობას“ 114-ჯერ წარმოადგენდა, სვენ-გორან ერიქსონის, სტივ მაკლარენის, ფაბიო კაპელოსა და როი ჰოჯსონის ხელმძღვანელობით, ვარსკვლავებით სავსე გუნდის ნაწილი იყო, თუმცა მათ ვერასდროს გააცნობიერეს თავიანთი პოტენციალი და ვერ შეძლეს მნიშვნელოვანი ტურნირის მეოთხედფინალამდე გასვლაც კი.

სხვა სტატიები