Belive

,,ოდნავ მკაცრი შეფასებაც კია, მაგრამ უნდა ვთქვათ'' - ჯერარდი მამარდაშვილზე

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულის ლეგენდამ, სტივენ ჯერარდმა, TNT Sport-თან ეთერში მერსისაიედლთა კარში გატანილ პირველ გოლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი მამარდაშვილი, დუეს დარტყმის მომენტში, ოდნავ უკან უნდა მდგარიყო:

,,ერთი ფუტით ან იარდით უფრო უკან უნდა მდგარიყო, ალბათ, არანაირი საჭიროება არ იყო იმისა, რომ ასე წინ (მაღლა) გამოსულიყო. ეს დასანანია და შესაძლოა, ოდნავ მკაცრი შეფასებაც კია, მაგრამ თუ მეკარეების სოლიდარობას გვერდზე გადავდებთ, შეიძლება ითქვას, რომ ცოტათი უკან რომ ყოფილიყო, მოგერიებას მოახერხებდა." - სტივენ ჯერარდი

ჯერარდმა დუეს გოლის მომენტში ლივერპულის ნახევარმცველებისა და მცველების ბრალეულობაზეც ისაუბრა:

ნახევარდაცვის ხაზთან უკეთესად შეეძლოთ თამაში. ჩანს, რომ პსჟ-მ ისინი აიძულა, პოზიციები დაეკარგათ. კონატეს შეეძლო თავისი დუელი უკეთ მოეგო. დაცვის ხაზი აბსოლუტურად დაშლილია. ისინი ბურთთან საკმარისად სწრაფად მიდიან, მოთამაშეების რაოდენობაც საკმარისია, პასიურებიც არ არიან. როდესაც მეტოქე ცენტრისკენ იწევს, მის გარშემო 4 კაცი იყრის თავს, თუმცა მასთან საკმარისად ახლოს არავინ მიდის. საბოლოოდ კი იღებენ ამ საბედისწერო რიკოშეტს, რის გამოც გოლს უშვებენ.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ლივერპულს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი მომავალ სამშაბათს, ლივერპულში გაიმართება.

სხვა სტატიები