Belive

Sportico-მ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბები დაასახელა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

სპორტულმა ბიზნეს-პორტალმა Sportico-მ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბების სია გამოაქვეყნა.

ვებგვერდის ინფორმაციით, რეიტინგში პირველ ადგილს ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' იკავებს, რომლის ღირებულება 6.2 მილიარდი დოლარია. 2022-2023 წლების სეზონში ,,წითელი ეშმაკების'' შემოსავალმა 778 მილიონი დოლარი შეადგინა.

მეორე პოზიციაზეა მადრიდის ,,რეალია'', რომელიც 6.06 მილიარდ დოლარადაა შეფასებული - ესპანური გრანდის შემოსავალი გასულ სეზონში 844 მილიონი დოლარი იყო, რითაც მხოლოდ ,,მანჩესტერ სიტის'' (855 მილიონი დოლარი) ჩამორჩა.

ტოპ სამეულში, ასევე, კატალონიის ,,ბარსელონა'' მოხვდა - ,,ბლაუგრანას'' ღირებულება 5.28 მილიარდი დოლარია (2022-2023 წლების შემოსავალი 836 მილიონი დოლარია).

საინტერესოა, რომ ტოპ ათეულში ათივე გუნდი ევროპიდანაა, თუმცა 50-ეულში ყველაზე მეტი, 20 წარმომადგენელი, აშშ-ს (MLS-ს) ჰყავს.

მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული კლუბი Sportico-ს მონაცემებით:

  1. მანჩესტერ იუნაიტედი - 6.2 მილიარდი დოლარი

  2. რეალი - 6.06 მილიარდი დოლარი

  3. ბარსელონა - 5.28 მილიარდი დოლარი

  4. ლივერპული - 5.11 მილიარდი დოლარი

  5. ბაიერნი - 4.8 მილარდი დოლარი

  6. მანჩესტერ სიტი - 4.75 მილიარდი დოლარი

  7. პსჟ - 4.05 მილიარდი დოლარი

  8. არსენალი - 3.91 მილიარდი დოლარი

  9. ტოტენჰემი - 3.49 მილიარდი დოლარი

  10. ჩელსი - 3.47 მილიარდი დოლარი

სხვა სტატიები