Belive

Sofascore | ზურიკო დავითაშვილი 30-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 30-ე ტურის უხვგოლიან მატჩში, "ბორდოსა" და "პარიზის" დაპირისპირება შედგა. "მატმუტ ატლანტიკზე" გამართული სანახაობრივი მატჩი, ფრედ 3:3 დასრულდა.

"ბორდოს" რიგებში პირველი გატანილი გოლის ავტორი ზურიკო დავითაშვილი გახდა, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა და "ჟირონდელებს" ქულის მოპოვებაში დაეხმარა. ზურიკო დავითაშვილს კარგი თამაში დაუფასდა და Sofascore-ს 30-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ Sofascore-მ ქართველი ფეხბურთელის თამაში 8.1 ქულით შეაფასა, რაც "ბორდოს" ფეხბურთელებს შორის, საუკეთესო მაჩვენებელია.

სხვა სტატიები