ყველაზე მაღალი შეფასება | ზურიკო დავითაშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საფრანგეთის ლიგა 2-ის 30-ე ტურის შეხვედრაში სენტ-ეტიენმა დიუნკერკი 2:1 დაამარცხა. ზურიკო დავითაშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა და ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. 22-ე წუთზე ლუკას სტასინმა სენტ-ეტიენი დააწინაურა, 26-ე წუთზე კი ტომას რობინემ ანგარიში გაათანაბრა, საბოლოოდ ქართველმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა და თავის გუნდს მოაგებინა.
შესანიშნავად ჩატარებული მატჩის შემდეგ ზურიკო დავითაშვილი Sofascore-ის სიმბოლურ გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებით მოხვდა.
სრულად ტურის საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მეკარე: კუენტინ ბრაატი (როდეზი) - 9.0
მცველები: ჟან რუისი (პაუ) - 8.3, კლემენტ ვიდალი (გრენობლი) - 8.0, ივან მ'ბაჰია (კლერმონი) - 8.1
ნახევარმცველები: მატის საკა (როდეზი) - 7.8, დამიენ დურანი (რედ სტარი) - 9.6, ტეო ლეონი (რეიმსი) - 7.6, ფელიქს ტომი (ბასტია) - 7.6
თავდამსხმელები: ბრენდონ ბოკანგუ (ნანსი) - 8.9, ტაირიქ არკონტე (როდეზი) - 8.1, ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი) - 9.9
Sofascore | 30-ე ტურის საუკეთესო გუნდი
სენტ-ეტიენი საფრანგეთის ლიგა 2-ში 57 ქულით (17 მოგება, 6 ფრე, 7 მარცხი) მეორე ადგილზეა და ლიდერ ტრუას 1 ქულით ჩამორჩება. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 18 აპრილს გამართავს.
ზურიკო დავითაშვილს ყველა ტურნირის ეგიდით მიმდინარე სეზონში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს. საფრანგეთის ლიგა 2-ში კი ქართველს 13 გოლი აქვს და საუკეთესო ბომბარდირებში მე-2 პოზიციაზეა.