Belive

ზურიკო ტრავმის გამო შეცვალეს | სენტ-ეტიენი ლიდერთან დამარცხდა

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში, სენტ-ეტიენი ჩემპიონატის ლიდერ ტროასთან დამარცხდა (0:3). ახლა 'მწვანეები' მესამე ადგილზე არიან (57 ქულით) და ტროას 7 ქულით ჩამორჩებიან, შესაბამისად პირველ ადგილზე ვეღარ გავლენ, თუმცა მეორეადგილოსან ლე მანსთან ჩამორჩენა მხოლოდ 1 ქულაა და ამისთვის იბრძოლებენ (პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ლიგა 1-ში პირდაპირ დაწინაურდებიან, ხოლო მესამე ადგილზე გასულს პლეი ოფის შეხვედრა მოუწევს).

მასპინძლებისთვის სამწუხაროდ, ზურიკო დავითაშვილმა, რომელმაც შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მატჩის დებიუტშივე ტრავმა მიიღო და ქართველი მე-16 წუთზე შესაცვლელი გახდა. დავითაშვილმა კოჭი დაიზიანა და მინდორი საკუთარი ფეხით დატოვა (ტრავმის სიმძიმე ჯერ უცნობია). სტუმრებმა გოლები 53-ე და 89-ე წუთებზე გაიტანეს, მათ შორის ერთი ბენტაიებმაც შეაგდო - ის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია (18 გოლით). ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მომდევნო ტურში სენტ-ეტიენი სტუმრად როდეზს ეთამაშება (2 მაისი), ხოლო ჩემპიონატის ბოლო მატჩს საკუთარ მოედანზე, ამიენის წინააღმდეგ ჩაატარებს (9 მაისი).