სობოსლაის საკუთარმა მწვრთნელმაც უსაყვედურა და მეტოქისამაც
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის FA თასის მესამე რაუნდის მატჩში, ლივერპულმა ბარნსლის უმასპინძლა და უმარტივესად, 4:1 დაამარცხა. მატჩის გამორჩეული მომენტი დომინიკ სობოსლაის უპასუხისმგებლო ქმედება იყო, რასაც გიორგი მამარდაშვილის კარში გატანილი გოლი მოჰყვა.
მაშინ, როცა ლივერპული უკვე იგებდა (2:0), სობოსლაი ბურთით საკუთარ საჯარიმოში შევიდა და მამარდაშვილზე ბურთის დატოვება ქუსლით სცადა - ბურთი მეტოქეს ჩააბარა და ფაქტობრივად, საკუთარ კარში გოლი თავად შექმნა. მატჩის შემდეგ, უნგრელი ფეხბურთელი ორივე გუნდის მწვრთნელმა გააკრიტიკა.
Szoboslai mistake leading to goal 😂 https://t.co/QsZROvkrsV
— BIG TRÈ❄️ (@Tre_Krayne) January 13, 2026
სიმართლე გითხრათ, ეს მათი მოთამაშის მხრიდან ცოტა უპატივცემულო საქციელი იყო. არამგონია, რომ ის ამას ჩელსის, არსენალის ან ჩემპიონთა ლიგის თამაშში აკეთებდეს. გოლის გამო მოხარული ვარ, მაგრამ მათი მოთამაშის ქცევა მიუღებელია - არცერთ გუნდთან არ შეიძლება აგდებული დამოკიდებულების გამოვლლენა. - განაცხადა ბარნსლის მწვრთნელმა, კონორ ურიჰანმა
მე მაქვს ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც აუცილებლად გავუზიარებ დომინიკს. ეს პირველი შემთხვევა არ არის და ახლა ზოგადად ვსაუბრობ - როცა ჩვენ 2:0-ს ვიგებთ, თამაშში პრობლემები არ არის და შემდეგ ასეთ უყურადღებო გოლს ვუშვებთ, მიუღებელია. - არნე სლოტის სიტყვები თამაშის შემდეგ
FA თასის 1/16 ფინალში, ლივერპულის მეტოქე ბრაიტონი იქნება, რომელმაც თავის მხრივ, ტურნირიდან, მანჩესტერ იუნაიტედი გამოთიშა (1:2).