შეხვედრა გრანდთან | ინგლისის ლიგის თასის 1/8-ფინალში ლივერპულის მეტოქე ცნობილია
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალში ლივერპულის მეტოქე ლონდონის ჩელსი იქნება. მატჩი 26 ოქტომბერს გაიმართება.
1/16-ფინალში მერსისაიდელებმა ტოტენჰემს 3:1 მოუგეს, არისტოკრატებმა კი ლიდსი 6:3 დაამარცხეს.
ლივერპულის სამწვრთნელო შტაბი Carabao Cup-ზე როტაციას მიმართავს და, უდიდესი ალბათობით, ჩელსისთან ძირითად შემადგენლობაში კვლავ გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს.
მესამე რაუნდში, ტოტენჰემთან მოგებულ მატჩში, კარში სწორედ ქართველი მეკარე იდგა, რომელმაც თავი შესანიშნავად გამოიჩინა და მეტოქის 5 დარტყმა მოიგერია.
ინგლისის ლიგის თასის მოქმედი გამარჯვებული მანჩესტერ სიტია - ქალაქელებმა ფინალში არსენალს 2:0 მოუგეს.
We will face Chelsea at Anfield in the fourth round of the Carabao Cup 🆚 pic.twitter.com/63JujgZ6Ij
— Liverpool FC (@LFC) September 16, 2026