ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს კარიერის გადასარჩენად რეალიდან წასვლას ურჩევენ
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ტრენტ ალექსანდერ არნოლდს ურჩევენ, თუ რეალში პრობლემები გაგრძელდება, ლივერპულში დაბრუნებაზე იფიქროს. ინგლისელი მცველი, "ბლანკოსს" 2025 წელს შეუერთდა, თუმცა საკმარის სათამაშო დროს ჯერ კიდევ ვერ იღებს. როგორც უკვე ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, მისთვის, მარჯვენა ფლანგზე, დენზელ დუმფრისია პრიორიტეტი და არა 27 წლის ინგლისელი.
ინგლისის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, სემ ალარდაისს მიაჩნია, რომ შესაძლოა, ტრენტის ლივერპულში დაბრუნების დრო დადგა. "წითლებმა" გასულ ზაფხულს ჯერემი ფრიმპონგი დაიმატეს, თუმცა მარჯვენა მცველის პოზიციაზე ტრენტის დონის ფეხბურთელის სრულფასოვანი შემცვლელი ამ დრომდე ვერ იპოვეს.
27 წლის ასაკში ტრენტს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს წინ. ის კარიერის პიკშია. ახლა რეალში თამაშობს და იქ მიღებული გამოცდილება მას უნდა დაეხმაროს რომ ლივეპრულიდან წასვლის შემდეგ, უკეთესი ფეხბურთელი გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ იმდენ სათამაშო დროს ვერ იღებს, რამდენიც თავად სურს.
თუ ის რეალში დარჩება, მაშინ იმაზე მეტი უნდა ითამაშოს, ვიდრე ოდესმე. თუ ასე არ იქნება, მაშინ პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე უნდა იფიქროს. ლივერპულს მისი დაბრუნება ნამდვილად გამოადგება. - სემ ალარდაისი
ამ წუთისთვის, არნოლდი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა, სადაც ინგლისის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს და ერთა ლიგისთვის ემზადება. "სამი ლომი" 26 სექტემბერს, ესპანეთს შეხვდება.