Belive

ის რაც ლივერპულში ვერ შეძლო | სალაჰმა კარიერაში უპრეცედენტო შედეგი დააფიქსირა

3 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

მოჰამედ სალაჰს თურქული პრესა კვლავ აქებს. ეგვიპტელმა ფეხბურთელმა, თურქეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში, გალათასარაის წინააღმდეგ, ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს მატჩი, ტრაბზონსპორმა, 4:0 მოიგო. სალაჰისთვის, ეს, თურქეთის შიდა ჩემპიონატში, მე-6 შეხვედრაში, მე-7 გოლი იყო. ამ შედეგით, ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი, ბომბარდირთა სიას სათავეში ჩაუდგა. ტრაბზონსპორის ისტორიაში, მსგავსი შედეგი, აქამდე, ერთადერთ ფეხბურთელს, ბურაქ ილმაზს ჰქონდა დაფიქსირებული, 2017/18 წლებში.

ცნობილი თურქული გამოცემის მიხედვით, სალაჰმა უკვე 9 გოლში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა. გამოცემის ცნობით, სალაჰისთვის, ეს, მის პროფესიულ კარიერაში, საუკეთესო სტარტია. ეგვიპტელის ევროპული კარიერა 2012/13 წლებში, ბაზელში დაიწყო. ამის შემდეგ, მან ჩელსიში, ფიორენტინაში, რომასა და ლივერპულში ითამაშა. ახლა კი, თურქული კლუბის ღირსებას იცავს.

გამოცემა წერს: "მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტელ ვარსკვლავს, სხვადასხვა კლუბში თამაშის დროს, სეზონის პირველ ექვს შეხვედრაში, გოლებიც გაჰქონდა და გუნდში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, ტრაბზონსპორში, მისი შედეგი, ამ მხრივ, კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა. სალაჰი, ინგლისში თამაშის დროს, პრემირ ლიგის ბომბარდირი ოთხჯერ გახდა. 2017/18 წლებში, - 32 გოლით, 2018/19 წლებში - 22 გოლით, 2021/22 წლებში - 23 გოლით, ხოლო 2024/25 წლებში - 29 გოლით".

ამ ეტაპზე, ტრაბზონსპორს, 6 ტურის შემდეგ, 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში, მე-7 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები