სლოტი: ,,ალისონი ჩელსისთან ვერ ითამაშებს”
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, გალათასარაისთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა.
ნიდერლანდელ სპეციალისტს ალისონის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ჰკითხეს:
,,ჩემთვის ეს კრისტალ პალასისგან განსხვავებული მატჩი იყო. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და დაწინაურებაც შეგვეძლო. საბოლოოდ შეხვედრაში გარდატეხა ვერ შევიტანეთ.
რთული მატჩი გამოვიდა, მაგრამ, შემიძლია ვთქვა, რომ ორივე გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა. დიახ, პენალტის გაშვება იმედგაცრუებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ბევრი მომენტი შევქმენით.
ალისონი? როცა ფეხბურთელს მოედნის დატოვება ასე უწევს, ეს კარგის ნიშანი არასდროსაა… ალისონი შაბათს ვერ ითამაშებს.” - არნე სლოტი
გალათასარაისა და ლივერპულის მატჩის (1:0) მეორე ნახევარში ალისონმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა, მის ნაცვლად კი თამაშში გიორგი მამარდაშვილი ჩაერთო.
სლოტის გუნდი მომდევნო შეხვედრას შაბათს, 4 ოქტომბერს, პრემიერლიგაში, ჩელსისთან სტუმრად გამართავს.
🚨⚠️ Arne Slot announces Alisson will be out against Chelsea with an injury: “It is never a positive sign when a player has to go off like this”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 30, 2025
“Alisson will not be available to play on Saturday”. pic.twitter.com/hc5ygWjOmM