სალაჰი დაბრუნდა და პრემიერ ლიგის უნიკალური რეკორდი დაამყარა
პრემიერ ლიგის მე-16 ტურში ლივერპული ბრაიტონს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე და ორივე გოლის ავტორი უგო ეკიტიკე გახდა, რომელსაც პრემიერ ლიგაში გატანილი 7 გოლი დაუგროვდა.
ეკიტიკემ თავი დუბლით გამოიჩინა, მაგრამ ენფილდზე მისული გულშემატკივარი ფეხზე მო სალაჰს წამოუდგა, რომელიც არნე სლოტთან არსებული დაძაბულობის შემდეგ, მერსისაიდული გრანდის განაცხადში დაბრუნდა და მოედანზე 26-ე წუთზე შევიდა. სალაჰმა მე-60 წუთზე თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა და პრემიერ ლიგის უნიკალური რეკორდი დაამყარა.
მოჰამედ სალაჰმა ბრაიტონთან შესრულებული საგოლე გადაცემით უეინ რუნის გადაასწრო და პრემიერ ლიგაში ერთი გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი საგოლე მოქმედების (277 გოლი/ასისტი) ავტორი გახდა.
The numbers behind Salah's record-breaking goal involvements 📈 pic.twitter.com/mbIFhSGoki
— Liverpool FC (@LFC) December 13, 2025
ეგვიპტელ ვარსკვლავს ლივერპულის მაისურით გატანილი 188 გოლი და 89 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა - რაც პრემიერ ლიგაში ერთი კლუბის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.
მთლიანობაში (ჩელსი/ლივერპული) მო სალაჰს პრემიერ ლიგაში 280 საგოლე მოქმედებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და ყველა დროის საუკეთესოთა შორის მე-3 ადგილზე აღზევდა.
Mohamed Salah now has the third-most goal involvements in Premier League history 🤩 pic.twitter.com/1uKd5Jm5Xz
— Premier League (@premierleague) December 13, 2025
საგოლე მოქმედებების რეკორდი
ალან შირერი - 324 გოლი/ასისტი
უეინ რუნი - 311 გოლი/ასისტი
მო სალაჰი - 280 გოლი/ასისტი
ფრენკ ლამპარდი - 279 გოლი/ასისტი
რაიან გიგზი - 271 გოლი/ასისტი