სლოტი: ,,ყველაფერი ისე თუ წარიმართება, როგორც ვიმედოვნებ, მეკარე საერთოდ არ დაგვჭირდება''
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, პარი სენ ჟერმენთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,როცა მეოთხედფინალში თამაშობ, ეს ყოველთვის განსაკუთრებული მომენტია, ჩემპიონთა ლიგას გარანტირებულად ვერავინ მოიგებს. პსჟ ძალიან კარგად ასპარეზობს. ჩვენთვის ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად არ მიდის და ეს ერთვარი გამოწვევაა. კიდევ ერთი შანსი გვაქვს იმისთვის, რათა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ ვართ ის გუნდი, რომელიც ეტიჰადზე იმ 20 წუთის განმავლობაში (სიტისთან თასის 1/4-ფინალში) ვიყავით - იმ მომენტის დავიწყებას კი ახლა ვცდილობთ.
ზოგადად, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ფავორიტი, რადგან ორმატჩიან დუელში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ორივე გუნდს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და ეს გასულ სეზონშიც გამოჩნდა, როცა თანაბარი ბრძოლა გვქონდა. შარშან აქ ნამდვილად ვიმსახურებდით 4:0 წაგებას, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე შაბათს (სიტისთან) და მხოლოდ ალისონის დამსახურებაა, რომ ეს ასე არ მოხდა. ენფილდზე კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. პარი სენ ჟერმენმა მთელი შემადგენლობა შეინარჩუნა და მგონი არავინ უყიდიათ, არა? ჩვენი გუნდი კი, გასულ სეზონთან შედარებით, სულ სხვანაირად გამოიყურება.
ჩემპიონთა ლიგის მოგება? ასე შორს არ ვიყურები, განსაკუთრებით მაშინ, როცა პსჟ-ს ეთამაშები. ისინი ევროპის ჩემპიონები არიან და ეს სრულიად დაიმსახურეს. გასულ სეზონში შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ, ამ სეზონში კი, შესაძლოა, უკეთაც. კვლავ ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა ყველაფერს დეტალები წყვეტს. შარშან ყველაფერი პენალტებმა გადაწყვიტა და საბოლოოდ ისინი ჩემპიონები გახდნენ. როგორც წესი, ჩემპიონთა ლიგაზე ან მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდს ბოლომდე გასასვლელად პენალტების სერიაში გამარჯვება სჭირდება. ახლა მთავარი ხვალინდელი მატჩია, შემდეგ კი შაბათს ფულემთან შეხვედრა გველის, რაც ასევე დიდი გამოწვევაა.
ალისონის არყოფნა? მატჩისთვის მოვემზადეთ და ყველაფერი ისე თუ წარიმართება, როგორც ვიმედოვნებ, მეკარე საერთოდ არ დაგვჭირდება, მაგრამ რამდენად რეალისტურია ეს? პსჟ ძალიან შემტევი გუნდია უმაღლესი ხარისხის ფეხბურთელებით და კარგი მეკარე ნამდვილად გჭირდება. თუმცა, ეტიჰადზე 35 წუთის განმავლობაში მეკარე საერთოდ არ დაგვჭირვებია. იმედი მქონდა, რომ რამდენიმე ბურთს მაინც მოიგერიებდა (მამარდაშვილი).“ - არნე სლოტი
ოთხშაბათს, 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, პარი სენ ჟერმენი ლივერპულს უმასპინძლებს, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.
🚨🗣Arne Slot on Alisson & Mamardashvili: "We prepared for the game and if it goes as I hope, we don't need the goalkeeper but is that realistic? PSG score in all their games except for one. They are so offensive with quality and you need a good goalkeeper but for 35 mins at the…
— All Things Liverpool (@ATLiverpool_) April 7, 2026