Belive

ვინ ლიდერობს ჩემპიონთა ლიგაზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებით?

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი. ფინალს პსჟ-სა და არსენალს შორის ბუდაპეშტი, 30 მაისს უმასპინძლებს.

ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტურად ყველა მატჩის შემდეგ, UEFA შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს გასცემს და ამ მხრივ 4 ლიდერია გამოკვეთილი, რომელთა შორისაც ერთი ხვიჩა კვარაცხელიაა. პლეი-ოფებიდან მოყოლებული, ხვიჩა უბრალოდ ბრწყინავს და აშკარად მიმდინარე სეზონის (ჩემპიონთა ლიგის) საუკეთესო ფეხბურთელია (10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა).

იმ შემთხვევაში, თუ ხვიჩა ფინალის საუკეთესო მოთამაშეც გახდება, ის ერთპიროვნულ ლიდერობას მოიპოვებს - მას ახლა ეს ჯილდო 4-ჯერ აქვს მიღებული.

საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მქონეები (რაოდენობის მიხედვით):

ხვიჩა კვარაცხელიამ, ჰარი კეინმა, ფრანცისკო ტრინკაუმ და ვიქტორ ოსიმენმა ეს ჯილდო ოთხ-ოთხჯერ დაიმსახურეს.

ხვიჩა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა 8 აპრილს, ლივერპულთან შინ მოგებულ შეხვედრაში (2:0); 11 მარტს ჩელსისთან პარიზში (5:2), 17 მარტს ჩელსისთან სტუმრად (0:3) და ატალანტასთან 17 სექტემბერს (ლიგის ფაზაზე / 4:0).

სხვა სტატიები