Belive

კვარაცხელიას გარეშე | ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო თერთმეტეული Sofascore-ის ვერსიით

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

Sofascore-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოხვდა.

საინტერესოა, რომ ჩემპიონი პსჟ-დან სიმბოლური გუნდი მხოლოდ 3 ფეხბურთელით დაკომპლექტდა:

მეკარე - ერვე კოფი (ანჟე)

მცველები - მილანგ სარი (ლანსი), ლუკას ბერალდო (პსჟ), აისა მანდი (ლილი)

ნახევარმცველები - ვიტინია (პსჟ), ვალენტინ რონჟე (რენი), ილან კებალი (პარიზი), ფლორიანი ტოვენი (ლანსი)

თავდამსხმელები - ბრედლი ბარკოლა (პსჟ), არონ დიონუმი (ტულუზა), მეისონ გრინვუდი (მარსელი)

Sofascore-ის ვერსიით, ლიგა 1-ის 2025-2026 წლების სეზონში კვარაცხელიას საშუალო შეფასება 7,18 იყო, მის პოზიციაზე კი ბრედლი ბარკოლა შეირჩა, რომლის რეიტინგი 7,21-ია.

კვარამ საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები