Belive

უნიკალური მიღწევა | ლივერპულმა ახალი რეკორდი დაამყარა

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურში, ლივერპულმა ევერტონს დერბი მე-100 წუთზე, ვირჯილ ვან დაიკის მიერ გატანილი გოლით (2:1) მოუგო.

ეს ლივერპულისთვის მეტოქის ახალ სტადიონზე, ჰილ დიკინსონ არენაზე გამართული საწყისი დერბი გახლდათ და მასში გამარჯვების მოპოვება შეძლო.

საინტერესოა, რომ ეს მე-60 სტადიონია, რომელზეც ლივერპულმა პრემიერ ლიგის შეხვედრა მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ინგლისის ელიტარული დივიზიონის ისტორიაში მსგავსი შედეგი აქამდე არავის დაუფიქსირებია.

არნე სლოტის შეგირდებმა 55 ქულა დააგროვეს და ამჟამად პრემიერ ლიგის ცხრილში მეხუთე ადგილზე არიან.

ამ მატჩში ტრავმა მიიღო საქართველოს ნაკერებისა და ლივერპულის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, რომელსაც ჭრილობა გაუკერეს, ახლა კი შეხორცება სჭირდება და მოედანზე დასაბრუნებლად სავარაუდოდ სამ კვირაში იქნება მზად.

სხვა სტატიები