Belive

"სიტყვები არ მყოფნის, მადლობა ყველას" - საბა ხვადაგიანი

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალურ შეხვედრაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა დასანანი მარცხი განიცადა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისრაელთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა და ევროპირველობაზე ასპარეზობა დაასრულა.

მატჩის დასრულების შემდეგ, საბა ხვადაგიანმა Facebook-ის გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც გულშემატკივრებს, თანაგუნდელებსა და სამწვრთნელო შტაბს მიმართა.

საბა ხვადაგიანი: "პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს მთლიანად სტაფსა და გუნდს. ძალიან ბევრი გააკეთეს და მადლობა ამისთვის. მადლობა იმ უზარმაზარ გულშემატკივარს, რომელთან ერთადაც წარმოუდგენელი დღეები გავატარეთ - მაგრები ხართ, თქვენს გარეშე და ჩვენი ერთიანკბის გარეშე ამდენს ვერ გავაკეთებდით. ბოდიშს ვუხდი ჩემ ბიჭებს და ხალხს. ურთულესი დღე მაქვს და ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს - სიტყვები არ მყოფნის. მადლობა ყველას".



სხვა სტატიები