Belive

U21 | რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე გუნდის წევრები საბოლოოდ დააკომპლექტა.

ჩვენს ნაკრებს პირველი მატჩი 11 ივნისს, პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ექნება, თუმცა სანამ გუნდი სლოვაკეთში გაემგზავრება, ერთ ამხანაგურ შეხვედრას დღეს, რუმინელებთან გამართავს.

U21 | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის:

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა საზონოვი (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ვასილიოს გორდეზიანი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ვახტანგ ბედოშვილი (გარეჯი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).

თავდაპირველ განაცხადში აღარ არიან ლუკა ლაცაბიძე და ნიკოლოზ უგრეხელიძე, ისინი ნაკრებს ტრავმების გამო გამოაკლდნენ.

სხვა სტატიები