"გიორგი კვერნაძე ფროზინონეს დატოვებს" - Corriere dello Sport
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ქართველი ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე ახალი სეზონის დაწყებამდე ფროზინონეს დატოვებს, ინფორმაციას Corriere dello Sport აქვეყნებს. გუნდს სათავეში ახალი მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალვინი ჩაუდგა, რომელსაც განსხვავებული გეგმები აქვს, მათ უკვე დაიმატეს რამდენიმე ფეხბურთელი და კიდევ ძიების პროცესში არიან.
იტალიური გამოცემის ცნობით გიორგი კვერნაძე და კიდევ სხვა ფეხბურთელები გუნდს დატოვებენ, ქართველს კი აქტიურად აკვირდება სერია B-ში დაქვეითებული მონცა.
ამას გარდა, ბოლო დღეებში აქტიურად იწერებოდა ასევე სერია B-ს გუნდის, ბარის ინტერესზე. იყო სხვადასხვა ინფორმაციები, რომ კვერნაძის ტრანსფერზე სერია A-ს კლუბები, კალიარი და ვერონა მუშაობდნენ, მაგრამ ჯერჯერობით დადასტურებული ინფორმაცია არ გაჟღერებულა.