ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად სანიოლმა გიორგი კვერნაძე გამოიძახა
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ვილი სანიოლმა ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად გიორგი კვერნაძე გამოიძახა.
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთარ კიტეიშვილი ნაკრებს ტრავმის გამო, სექტემბრის მატჩებში ვერ დაეხმარება. დანაკლისის შესავსებად, სანიოლმა გიორგი კვერნაძე გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ აბუაშვილთან და ლომინაძესთან ერთად, კვერნაძე ამ განაცხადში მესამე დებიუტანტი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 4 სექტემბერს, 20:00 საათზე, თურქეთთან მატჩით იწყებს.