"მიხარია, რომ კანდიდატებს შორის განვიხილები" - კონტე ნაკრებში დაბრუნებაზე საუბრობს
14 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ნაპოლის მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე იტალიის ნაკრებში შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
"მედიამ რაღაცაზე უნდა ისაუბროს და ნორმალურია, რომ ჩემი სახელი კანდიდატებს შორის ჩნდება. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რომ ვიყო, მეც სხვებთან ერთად განვიხილავდი საკუთარ თავს.
შენი ქვეყნის წარმომადგენლობა საოცარი რამ არის. მე ვიცნობ ამ გარემოს და მოხარული ვარ, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილება.
ამ მომენტისთვის ნაპოლისთან კონტრაქტი მაკავშირებს და სეზონის შემდეგ, პრეზიდენტთან ერთად ყველაფერს განვიხილავთ.
სამჯერ მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვების შემდეგ, რაღაც უნდა შეიცვალოს. ყველას გვაინტერესებს ეროვნული ნაკრები და რაღაც უნდა გაკეთდეს ამ საკითხის გამოსასწორებლად", - ამბობს ანტონიო კონტე.
ტურინის იუვენტუსის, მილანის ინტერის, ლონდონის ჩელსისა და ტოტენჰემის გაწვრთნასთან ერთად, ანტონიო კონტეს ნაკრებშიც უმუშავია. 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის ივლისამდე ანტონიო კონტე "სკუადრა აძურას" 25 შეხვედრაში ხელმძღვანელობდა.