Belive

50 ფეხბურთელში ვერ მოხვდა - დიბალა მუნდიალს მიღმა დარჩა

2 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და რომას 32 წლის შემტევი - პაულო დიბალა მუნდიალს მიღმა ოფიციალურად დარჩა.

ამის შესახებ არგენტინის ნაკრების სოციალური ქსელიდან შევიტყვეთ, სადაც მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონებმა სოციალურ ქსელში 50 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნეს, რომლებიც მუნდიალისთვის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იმყოფებიან, აქედან 24 ფეხბურთელი კი გაიცხრილება და დანარჩენი 26 ფეხბურთელი კი მუნდიალზე წავა.

არგენტინის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა მუნდიალისთვის

გაფართოებულ სიაში ვერ მოხვდა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, 32 წლის - პაულო დიბალა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 25 თამაში აქვს ჩატარებული, სადაც 3 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, დიბალას არგენტინის ეროვნულ ნაკრებში სულ 5 მატჩი აქვს ნათამაშები, საიდანაც ყველა ჯერზე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მაქსიმუმ 30 წუთი ითამაშა.

დიბალას ეროვნულ ნაკრებში 40 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 4 გოლის გატანა შეძლო, თუმცა იგი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და 2022 წელს არგენტინის ნაკრების წევრი იყო.

ლიონელ სკალონი მუნდიალის საბოლოო შემადგენლობას 2 ივნისს დაასახელებს, თუმცა ჩვენ უკვე დადასტურებით ვიცით, რომ 2026 წლის მუნდიალზე ვერ მოხვდება პაულო დიბალა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი J ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მათი მეტოქეები: ავსტრია, ალჟირი და იორდანია იქნებიან.

სხვა სტატიები