Belive

საბა ხვადაგიანი კარიერას მაკაბი ნეთანიაში გააგრძელებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველი მცველი საბა ხვადაგიანი კარიერას "მაკაბი ნეთანიაში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის სოციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც მათ განცხადებაში წერია საბა ისრაელის გუნდმა შეიძინა და კონტრაქტი გაუფორმდა. ჯერჯერობით ტრანსფერთან და კონტრაქტთან დაკავშირებული სხვა დეტალები უცნობია.

საბა ხვადაგიანი "დინამო თბილისის" აღზრდილია, სადაც 2020 წლიდან ასპარეზობდა, ჩაატარა 81 მატჩი და 3 გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, უთამაშია 17 და 21 წლამდელთა ნაკრებებში.