სიტისთან მბაპეს თამაში საეჭვოა - კილიანმა მატჩისწინა ვარჯიში გამოტოვა
ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი მადრიდში, 'სანტიაგო ბერნაბეუზე' გაიმართება, სადაც რაელი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს.
მადრიდის რეალი მძიმე მდგომაროებაში იმყოფება, მათ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავთ, თუმცა მათი საქმე სიტისთან პრინციპული დაპირისპირების წინ კიდევ უფრო მძიმდება, რადგან გუნდის ლიდერი და ბომბარდირი - კილიან მბაპე ტრავმირებულია და მატჩისწინა ვარჯიში გამოტოვა.
ჯერჯერობით 'სამეფო კლუბში' არ ადასტურებენ, რომ კილიან მბაპე ხვალინდელ დაპირისპირებას გამოტოვებს, თუმცა ესპანურ მედიებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვინაიდან და რადგანაც მბაპემ ვარჯიში გამოტოვა, იგი ხვალინდელ თამაშს გამოტოვებს - მბაპეს მარცხენა ფეხის არეში კუნთის დისკომფორტი აქვს.
მბაპეს მიმდინარე სეზონში 21 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 25 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან ჩემპიონთა ლიგის წინა ტურში ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ პოკერი შეასრულა.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: Kylian Mbappé is a doubt for the game against Manchester City tomorrow.
— Football Tweet ⚽ (@Footballtweet) December 9, 2025
He is currently absent from Real Madrid training.
🗞️ @JLSanchez78 pic.twitter.com/vEPLLBnVMn
შეგახსენებთ, რომ რეალს შემდეგი ფეხბურთელები ჰყავს ლაზარეთში: დინ ჰუისენი, კამავინგა, ედერ მილიტაო, დავიდ ალაბა, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, ფერლან მენდი და დანი კარვახალი.
ჩემპიონთა ლიგის 5 ტურის შემდეგ, 'სამეფო კლუბი' 12 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება, სიტი კი 10 ქულით მე-9 პოზიციაზეა.
აქვე შეგახსენებთ, რომ რეალმა ბოლო 7 მატჩიდან 5 თამაში ვერ მოიგო (2 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება).
ხაბი ალონსოსა და პეპ გვარდიოლას დაპირისპირება 10 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.