ალ ხელაიფი: "ჩვენ მეომრები გვყავს და არა ფეხბურთელები"
14 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენმა ბაიერნი ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც არსენალს დაუპირისპირდება.
ფინალში გასვლის შემდეგ, ძალიან ბედნიერმა ისაუბრა პსჟ-ს პრეზიდენტმა - ნასერ ალ ხელაიფიმ, რომელმაც საკუთარ შეგირდებს მებრძოლები უწოდა.
"უბედნიერესი ვარ - ჩვენ არ გვყავს მოთამაშეები, გვყავს მეომრები! ფინალში მეორე ვარსკვლავის მოსაპოვებლად გასვლა გვსურს და ეს ასეც იქნება.
რაც ყველაზე მეტად მახარებს არის ის, რომ ჩვენ მყარი და სტაბილური გუნდი გვყავს.
ბაიერნი შესანიშნავი გუნდია, შესანიშნავი მოთამაშეებით. ეს ჩვენთვის შესანიშნავი მატჩი იყო. გასულ წელს აქ ისტორია დავწერეთ და გვსურს, რომ პსჟ-ს ისტორიის წერა გავაგრძელოთ.
ტიტულის მეორედ მოგება ოცნებად გვაქვს, ვარსკვლავი გუნდი გვყავს. ყველას ბრძოლა სურს. ეს ფეხბურთია, ეს პსჟა, ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი, საუკეთესო გულშემატკივრები..." - ნასერ ალ ხელაიფი
პსჟ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მესამედ და ზედიზედ მეორედ გავიდა.
პარი სენ ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფინალში არსენალს დაუპირისპირდება. გადამწყვეტი მატჩი 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გაიმართება.