Belive

შირერმა პრემიერლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი, ალან შირერი მიიჩნევს, რომ პრემიერლიგის 2025-2026 წლების სეზონის ჩემპიონი კვლავ ლივერპული გახდება.

შირერის პროგნოზით, მერსისაიდელთა გარდა, საუკეთესო ოთხეულს არსენალი, მანჩესტერ სიტი და ჩელსი დააკომპლექტებენ.

მისი ვერსიით, გავარდნის მთავარი კანდიდატები ლიდსი, სანდერლენდი და ბარნლი არიან.

შირერმა პრემიერლიგის მთავარი ფავორიტი გასული სეზონის დაწყების წინაც დაასახელა, მაშინ ინგლისელმა არსენალის ჩემპიონობა ივარაუდა. საინტერესოა, რომ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სამივე გავარდნილი გუნდი (ლესტერი, იფსვიჩი, საუთჰემპტონი) გამოიცნო.

პრემიერლიგის 2025-2026 წლების სეზონი 15 აგვისტოს, ლივერპულისა და ბორნმუთის შეხვედრით გაიხსნება. ბოლო ტურის მატჩები კი 2026 წლის 24 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები