ბრიტანული მედია: "მამარდაშვილმა ძირითად შემადგენლობაში თავი ამოწურა"
სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, კვლავ საკლუბო ფეხბურთის დრო დადგა. საკლუბო ფეხბურთები 21 ნოემბრიდან განახლდება, 22 ნოემბერს კი პრემიერ ლიგის ტური შედგება, სადაც ლივერპული 'ენფილდზე' ნოტინგემ ფორესტს უმასპინძლებს და მარტივი 3 ქულის მოპოვებას შეეცდება.
„მერსისაიდელები“ გასულ ტურში მანჩესტერ სიტისთან სტუმრად 3:0 დამარცხდნენ და პრემიერ ლიგის ბოლო 5 ტურში 4 მარცხი დაუგროვდათ, რაც ლივერპულის გულშემატკივრებში ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს.
ბრიტანულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ ტრავმა სრულად მოიშუშა ალისონ ბეკერმა, რომელიც მოედანზე დასაბრუნებლად მზად არის, შესაბამისად, საქართველოს ნაკრების 25 წლის მეკარეს მომავალი მატჩიდან სათადარიგოთა სკამზე ელიან.
Alisson is set to return to the starting XI vs Nottingham Forest on Saturday.
— The Anfield Talk (@TheAnfieldTalk) November 20, 2025
[@LewisSteele_] pic.twitter.com/Gd2qAIiHJE
კლუბთან ძალიან დაახლოებული და სანდრო ჟურნალისტი - ლუის სტილი, სოციალურ ქსელში დარწმუნებით წერს, რომ ალისონი ნოტინგემ ფორესტთან მატჩში დაბრუნდება, რადგან მან ტრავმა სრულად მოიშუშა და ვარჯიშებზე თავიც იდეალურად წარმოაჩინა.
ასევე იწერება, რომ არნე სლოტი თავის საყვარელ 4-2-3-1 ფორმაციას შეინარჩუნებს და მოსალოდნელია, რომ ამ თამაშში, მის თერთმეტეულში ერთ ცვლილებას შეიტანს - ალისონ ბეკერს შეუძლია თამაში პირველივე წუთებიდან დაიწყოს,ხოლო გიორგი მამარდაშვილი მას ადგილს დაუთმობს და სათადარიგოთა სკამზე გადაჯდება.
შეგახსენებთ, რომ ალისონის ტრავმის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის სასტარტო შემადგენლობაში 9 მატჩი ჩაატარა, სადაც 12 გოლი გაუშვა, 3-ჯერ კი მშრალის კარად შენახვა შეძლო.
ლივერპულისა და ნოტინგემის პრემიერლიგური დაპირისპირება 22 ნოემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე შედგება.