ხაბი ალონსოს ანტირეკორდი რეალის ისტორიაში - მადრიდული გრანდი მძიმე მდგომარეობაშია
ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის ცენტრალური მატჩი მადრიდში, 'სანტიაგო ბერნაბეუზე' გაიმართა, სადაც რეალმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
მადრიდული გრანდი მძიმე მდგომარეობაში, ხაბი ალონსოს 'სამეფო კლუბში' დარჩენა კი კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
ამ მარცხით, ხაბი ალონსომ მადრიდის რეალის ისტორიაში ანტიკორდი დააფიქსირა - კერძოდ, იგი გახდა პირველი მწვრთნელი სანტიაგო სოლარის შემდეგ, რომელმაც ზედიზედ ორი მატჩი ყველაზე სწრაფად დათმო.
🚨 𝗡𝗘𝗪: Xabi Alonso becomes the FASTEST COACH EVER to record 2 defeats in a row for Real Madrid, since Santiago Solari.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) December 10, 2025
Solari was sacked at that time.
— @Statsdufoot pic.twitter.com/ve0CIAkNHx
ბოლოს ეს სანტიაგო სოლარიმ 2018/2019 წლების სეზონში გააკეთა, რის შემდეგაც 'სამეფო კლუბმა' ის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
საინტერესოა ამ შემთხვევაშიც იგივე ფაქტი თუ დაფიქსირდება, რადგან გარდა ზედიზედ ორი მარცხისა, რეალმა ბოლო 8 მატჩიდან 6-ში ვერ გაიმარჯვა.
ამ ყველაფერს კი ის ემატება, რომ წარუმატებლობის ფონზე, 'სამეფო კლუბის' გასახდელსა და მწვრთნელს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა და ხაბი ალონსოს მიმართ უკმაყოფილება ფეხბურთელებმაც გამოთქვეს. ესპანურ მედიაში რამდენიმე დღეა აქტიურად იწერება, რომ მანჩესტერ სიტისთან ხაბი ალონსოს ბოლო შანსი მიეცემოდა, წარუმატებლობის შემთხვევაში კი მას კლუბიდან გაუშვებდნენ.
საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს კლუბის პრეზიდენტი - ფლორენტინო პერესი.
ჩემპიონთა ლიგის 6 ტურის შემდეგ, 'სამეფო კლუბი' 12 ქულით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება, სიტი კი 13 ქულით მე-4 პოზიციაზე დაწინაურდა.