Belive

რიკარდო კვარეჟმა: "სირცხვილია, სახლში თავჩახრილები ვბრუნდებით"

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალის მორიგ დაპირისპირებაში პორტუგალია ესპანეთთან 0:1 დამარცხდა, ერთადერთი გოლი მიკელ მერინომ 90+1 წუთზე გაიტანა და თავისი ნაკრები მომდევნო ეტაპზე გაიყვანა, სადაც აშშ/ბელგიის წყვილიდან გამარჯვებულს შეხვდება.

პორტუგალიელთა მარცხით კრიშტიანუ რონალდუს უდიდესი სანაკრებო ეპოქა დასრულდა, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეს მისთვის ბოლო მუნდიალი იყო და არც მის ეროვნულ ნაკრებში თამაშს არ უწერია დიდი ხანი.

პორტუგალიის ნაკრების 1/8-ფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, მათ ქვეყანაში ფეხბურთის კომპეტენტური გულშემატკივრებისა და მედიისგან დიდი კრიტიკა მიიღეს. მათ შორის არის რიკარდო კვარეჟმა, ვეტერანი პორტუგალიელი ფეხბურთელი.

ყველა ამბობდა, რომ ეს გუნდი პორტუგალიის ისტორიაში საუკეთესო იყო, მაგრამ რა მხრივ? რა მოიგეს მათ? ჩვენ სახლში თავჩაქინდრულები ვბრუნდებით.

ნახევარდაცვაში შესანიშნავი მოთამაშეები და უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ისინი ძალიან, ძალიან სუსტები იყვნენ. იგივე ითქმის თავდასხმაზეც, დაცვა კი საერთოდ დაკარგული იყო.

საუკეთესო, რაც შემიძლია გავაკეთო, აქ გაჩერებაა, თორემ ისეთ რამეებს ვიტყვი, რასაც მოგვიანებით ვინანებ..." - რიკარდო კვარეჟმა

კვარეჟმას ამ სიტყვებმა პორტუგალიურ მედიასა და გულშემატკივრებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. აშკარაა, რომ 2026 წლის მუნდიალზე განცდილი მარცხის შემდეგ, პორტუგალიურ ფეხბურთს მძიმე კრიზისიდან გამოსვლა და მოუწევს.

სხვა სტატიები