Belive

შესაძლოა მესიმ ბაიერნის წინააღმდეგ ვერ ითამაშოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

L'Equipe-ის ცნობით, ლიონელ მესიმ "პარი სენ-ჟერმენის" ლაზარეთში გადაინაცვლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელმა კლუბის ექიმებს ფეხის კუნთის ტკივილით მიმართა. როგორც ფრანგული გამოცემა იტყობინება, აღნიშნული დაზიანება ლეომ "მარსელის" წინააღმდეგ, საფრანგეთის თასზე მიიღო. მესიმ "ველოდრომზე" გამართული მატჩი ბოლომდე ჩაატარა, თუმცა, ტკივილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ შეაწუხა. L'Equipe იმასაც წერს, რომ გალტიე "მონაკოსთან" შეხედრაში მესის არ ათამაშებს, რადგან ლეომ მაქსიმალურად შეძლოს მწყობრში ჩადგომა.

დიდია იმის ალბათობა, რომ არგენტინელმა "ბაიერნთან" ჩანიშნული შეხვედრა გამოტოვოს. აღნიშნული მატჩი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 14 თებერვალს 23:55 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები