Belive

ქართველები ერთად?! | ზურიკო დავითაშვილი სპორტინგის სამიზნეში

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგულ და პორტუგალიურ მედიაზე დაყრდნობით, საქართველოს ნაკრების შემტევი - ზურიკო დავითაშვილი სპორტინგის სამიზნეში მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯერჯერობით არაფერი არ არის გადაწყვეტილი, თუმცა პორტუგალიურ გრანდს ქართველი შემტევის დამატება ძალიან სურს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც კლუბიდან არაერთი ვარსკვლავი მიდის - ბოლო ტრანსფერი კი ვიქტორ გიოკერეშია, რომელიც ლონდონურ წითელ მხარეს მიდის და რამდენიმე საათში, არსენალში, შვედი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

ამ ყველაფერს კი ის ემატება, რომ სენტ-ეტიენი ლიგა 2-ში დაქვეითდა და კლუბის მთავარი ვარსკვლავი დიდი შანსია, რომ წავიდეს, თანაც იქ, სადაც მეორე ქართველი, ამ შემთხვევაში - გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს (სპორტინგში).

ამ ყველაფერს კი ემატება ის ფაქტი, რომ სენტ-ეტიენში სპორტინგის ფეხბურთელი - ჩიკო ლამბა ირიცხება (იჯარით), რომელსაც პორტუგალიური მხარე 10 მილიონად აფასებს, სწორედ ახალგაზრდა პორტუგალიელ ფეხბურთელს ჩართავს საქმეში პორტუგალიური მხარე, რომ ზურიკო დავითაშვილი შეღავათიან ფასად შეიძინონ.

ზურიკო დავითაშვილს 2024 წლის ზაფხულში სენტ-ეტიენში გადასვლის შემდეგ, 34 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელშიც 9 გოლის გატანა და 8 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები