სენეგალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე რეკორდი დაამყარა
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში სენეგალის ეროვნულმა ნაკრებმა ერაყი 5:0 დაამარცხა და ერთდროულად რამდენიმე რეკორდის დამყარება შეძლო.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აფრიკულმა ნაკრებმა მუნდიალის მატჩში 5 გოლი გაიტანა.
გარდა ამისა, ერაყთან დაფიქსირებული 5:0 ყველაზე დიდი სხვაობით მოპოვებული გამარჯვებაა, რაც კი ოდესმე რომელიმე აფრიკულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში დაუფიქსირებია.
ასევე, სენეგალმა ჯგუფურ ეტაპზე სულ 8 გოლი გაიტანა, რაც აქამდე ვერცერთმა აფრიკულმა ქვეყანამ ვერ მოახერხა.
პაპ ტიავის გუნდმა ჯგუფში 3 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს, თუმცა სენეგალის ნაკრები საკუთარ თავზე დამოკიდებული არ არის და მის ბედს სხვა მატჩებში დაფიქსირებული შედეგები გადაწყვეტს.
Senegal become the first African side to score five goals in a #FIFAWorldCup game 🇸🇳 pic.twitter.com/uIBV18yafq
— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) June 26, 2026