კიდევ ერთი ფინალი? 1958 წლიდან საფრანგეთს მუნდიალის პლეი-ოფიდან მხოლოდ ერთი ნაკრები აგდებდა
საფრანგეთს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე მისთვის იდეალური გზა ელის? თუ ამ სტატისტიკას გავითვალისწინებთ, ასეა.
საქმე ისაა, რომ 1958 წლის შემდეგ, პლეი-ოფიდან მამლების გამოგდება მხოლოდ ერთმა მეტოქემ - გერმანიის ნაკრებმა მოახერხა.
თუ გერმანიასთან დაპირისპირებებს არ ჩავთვლით, 1958 წელს ბრაზილიასთან ნახევარფინალში მარცხის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებები ან ჯგუფურ ეტაპზევე ვარდებოდნენ, ან ფინალში გადიოდნენ (4-ჯერ).
გერმანელებმა მამლები ორჯერ ნახევარფინალიდან (1982, 1986), ერთხელ კი მეოთხედფინალიდან (2014) გააგდეს.
სხვა შემთხვევებში, საფრანგეთი ასპარეზობას 4-ჯერ ჯგუფური ეტაპიდან (1966, 1978, 2002, 2010 წლებში) გამოეთიშა. გარდა ამისა, საკვალიფიკაციო ეტაპზე კრახის გამო, მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონებმა 5 მუნდიალი გამოტოვეს (1962, 1970, 1974, 1990 და 1994), 4-ჯერ კი ფინალში გავიდნენ (2 მოიგეს, 2 წააგეს).
საფრანგეთს გერმანიისგან საშიშორება აღარ ელის, რადგან ბუნდესნაკრები 1/16-ფინალში პარაგვაისთან დამარცხდა. დეშამის გუნდმა კი პლეი-ოფის პირველ მატჩში შვედეთს აჯობა და მისი მომავალი მეტოქე სწორედ პარაგვაი იქნება.
😱 La stat est DINGUE !
— RMC Sport (@RMCsport) July 1, 2026
Hormis l'Allemagne, AUCUNE ÉQUIPE n'a éliminé l'équipe de France en phase à élimination directe de Coupe du monde avant la finale depuis... 1958 ! 🤯
🤔🇫🇷 Peut-être un nouveau bon signe pour la France après l'élimination de l'Allemagne face au… pic.twitter.com/it5xi8Kwyx